Accentnews.ge
უცხოელი მეცნიერები ქართველი კოლეგების დაცვას ირაკლი ღარიბაშვილს სთხოვენ

უცხოელი მეცნიერები ქართველი კოლეგების დაცვას ირაკლი ღარიბაშვილს სთხოვენ

15/11/2022 15:42:01 საზოგადოება

მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი ავრცელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სახელზე დაწერილ წერილს, რომელსაც ხელს 56 მეცნიერი აწერს მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან.

მეცნიერები ღარიბაშვილს სთხოვენ, დაიცვას მათი ქართველი კოლეგების ღირსება, შრომის უფლება და აკადემიური თავისუფლება. საუბარია 2022 წლის 24 მაისს ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულ ათობით თანამშრომელზე.

"საქართველოს ეროვნული მუზეუმი და მისი მკვლევარები, ჩვენი კოლეგები არიან, ვისთანაც ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობა და ბევრი საერთო იდეა გვაკავშირებს. ერთობლივად ჩვენ არაერთი კვლევა გვაქვს მომზადებული და შეთავაზებული მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებისთვის, როგორც ახალი სამეცნიერო ხედვა. ქართველ კოლეგებთან ჩვენი ერთობლივი კვლევები არის სასწავლო მასალის ნაწილი მთელი მსოფლიოს მასშტაბით სტუდენტებისთვის.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის მკვლევარებიდან ნაწილი ახალგაზრდა და პერსპექტიულია, ნაწილი ისეთი გამოცდილი, რომ მათი ცოდნა და გამოცდილება შეუფასებელი და შეუცვლელია ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საქმეში.

2022 წლის 24 მაისს ბევრი მათგანი გაათავისუფლეს ეროვნული მუზეუმიდან წინასწარი გაფრთხილებისა და მიზეზების ახსნის გარეშე.

ეს ეროვნული მუზეუმისთვის მიყენებული უზარმაზარი ზიანია, რომელიც გავლენას მოახდენს როგორც მიმდინარე კვლევებზე, ისე სამომავლო საერთაშორისო კოლაბორაციულ პროექტებზე და ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე", - წერენ მეცნიერები და პრემიერ-მინისტრს სთხოვენ, დაიცვას მათი კოლეგები და მისცეს მათ საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების ქვეყნისთვის სასარგებლოდ გამოყენების შესაძლებლობა.

წერილი 7 ნოემბრით არის დათარიღებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S