Accentnews.ge
IAEA უკრაინის სამ მოქმედ ატომურ ელექტროსადგურში მისიებს გაგზავნის, ასევე ეწვევა ჩერნობილს

IAEA უკრაინის სამ მოქმედ ატომურ ელექტროსადგურში მისიებს გაგზავნის, ასევე ეწვევა ჩერნობილს

15/11/2022 09:16:05 მსოფლიო

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA-ს) გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი აცხადებს, რომ უახლოეს კვირებში გაგზავნიან ბირთვული უსაფრთხოების მისიებს უკრაინის სამ მოქმედ ატომურ ელექტროსადგურზე, ასევე – ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე.

"უკრაინის მოთხოვნით, მთავრობასა და IAEA-ს შორის მიღწეული იქნა შეთანხმება ბირთვული და ფიზიკური ბირთვული უსაფრთხოების სააგენტოს ექსპერტთა ჯგუფების გაგზავნის შესახებ სამხრეთ უკრაინის, ხმელნიცკის და რივნეს ატომურ ელექტროსადგურებში (NPP)", - აღნიშნავს გროსი.

თავდაპირველად, თითოეული მისია დაახლოებით ერთი კვირა გაგრძელდება.

"მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ორიენტირებულია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებულ არასაიმედო ბირთვულ უსაფრთხოებაზე და უსაფრთხოების ვითარებაზე, არ უნდა დავივიწყოთ სხვა ბირთვული ობიექტები", –აცხადებს გროსი.

ნოემბრის დასაწყისში სააგენტომ დაასრულა უკრაინის რამდენიმე ბირთვული ობიექტის შემოწმება. საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტირება უკრაინის მთავრობამ სთხოვა მას შემდეგ, რაც რუსეთმა კიევი დაადანაშაულა „ბინძური ბომბის“ შექმნისა და გამოყენების მცდელობაში. სააგენტოს ექსპერტებს უკრაინის ამ ობიექტებზე „ბირთვული ბომბის“ შექმნის კვალი არ აღმოუჩენიათ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S