
უკრაინაში რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლისას წარმოშობით ქართველი ძმები დაიღუპნენ
15/11/2022 08:23:05 საზოგადოება
უკრაინაში რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლისას წარმოშობით ქართველი ძმები თემურ და ერნესტ მაჭარაშვილები დაიღუპნენ. ისინი უკრაინის მოქალაქეები იყვნენ.
დაღუპული ძმების შესახებ ცნობა ქართულ მედიაში პირველად "ამერიკის ხმამ" ომში დაღუპული ჯარისკაცების შესახებ შექმნილი უკრაინული პორტალის ინფორმაციაზე დაყრდნობით გაავრცელა.
ერნესტი 13 ოქტომბერს ხერსონის ოლქში დაიღუპა, მისი ძმა კი ზაპოროჟიის ოლქში – აპრილის თვეში.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საქართველოს 24 მოქალაქე დაიღუპა, ხოლო წარმოშობით ქართველი, თუმცა უკრაინის მოქალაქე დაღუპული მებრძოლების ზუსტი რაოდენობა უცნობია.