Reuters - ჩინეთის ქარხნები რუსული ნავთობის შესყიდვის ტემპს ანელებენ
15/11/2022 08:08:25 მსოფლიო
ჩინეთის ქარხნები რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვის ტემპს ანელებენ, – იუწყება Reuters ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, მიზეზად სახელდება ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები. კერძოდ რუსული ნავთობის იმპორტზე აკრძალვა 5 დეკემბერიდაან, ხოლო რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტზე აკრძალვა 5 თებერვლიდან ამოქმედდება.
მოვაჭრეების თქმით, ზოგიერთმა დამოუკიდებელმა გადამამუშავებელმა ქარხანამ უკვე შეიძინა ალტერნატიული მარაგი ბრაზილიიდან და დასავლეთ აფრიკიდან.


