გაერო: პლანეტის მოსახლეობის რაოდენობამ 8 მილიარდს მიაღწია
15/11/2022 07:47:17 მსოფლიო
გაეროს მონაცემებით, პლანეტის მოსახლეობის რაოდენობამ 8 მილიარდს მიაღწია.
ზრდის დაახლოებით 70% დაბალი და საშუალოზე დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებზე მოდის.
დედამიწაზე მცხოვრებთა 7 მილიარდიდან 8 მილიარდამდე გაზრდას დაახლოებით 12 წელი დასჭირდა.
გაეროს მოსახლეობის ფონდის პროგნოზით, პლანეტის მოსახლეობა 9 მილიარდს დაახლოებით 15 წლის შემდეგ, 2037 წლისთვის მიაღწევს, რაც ადასტურებს ზრდის ზოგადი ტემპის კიდევ უფრო შემცირებას.


