ISW – რუსული ძალები ხერსონიდან სავარაუდოდ, დონეცკის მიმართულებით გადაჰყავთ
15/11/2022 07:20:52 მსოფლიო
"ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის" (ISW) ცნობით, რუსეთის ჯარები ხერსონიდან სავარაუდოდ, დონეცკის მიმართულებით გადაჰყავთ, რათა გააძლიერონ ოპერაციები ბახმუტისა და დონეცკის ოლქის დასავლეთით.
ISW-ს ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსული ჯარების ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპიროდან გაყვანის შემდეგ, ისინი დონეცკის რეგიონში ოპერაციებს აძლიერებენ.
9 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ხერსონიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა.


