Accentnews.ge
რას გულისხმობს მშვიდობის უკრაინული ფორმულა, რომელიც ზელენსკიმ "დიდი ოცეულის" ლიდერებს გააცნო

რას გულისხმობს მშვიდობის უკრაინული ფორმულა, რომელიც ზელენსკიმ "დიდი ოცეულის" ლიდერებს გააცნო

15/11/2022 07:01:11 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ "დიდი ოცეულის" ლიდერებს მშვიდობის უკრაინული ფორმულა გააცნო.

მან სამიტის მონაწილეებს მიმართა, რომ უკრაინას აქვს მშვიდობის ფორმულა უკრაინისთვის, ევროპისა და მთელი მსოფლიოსთვის და მისაღებია გადაწყვეტილებები, რომლებიც ამას უზრუნველყოფს.

ზელენსკის განცხადებით, უკრაინის წინადადებებია:

  • რადიაციული, ბირთვული, სასურსათო და ენერგეტიკული უსაფრთხოება;
  • ყველა ტყვედ ჩავარდნილის და დეპორტირებულის გათავისუფლება;
  • გაეროს წესდების შესრულება და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და მსოფლიო წესრიგის აღდგენა;
  • უკრაინიდან რუსეთის ჯარების გაყვანა და საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა;
  • სამართლიანობის დაბრუნება;
  • ეკოციდის აღკვეთა;
  • ესკალაციის არ დაშვება;
  • ომის დასრულების ფიქსაცია.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა არ დათანხმდება რუსეთთან შეთანხმებას, რომელიც მას ძალების აღდგენის შესაძლებლობას მისცემს, შეთანხმებას მალევე დაარღვევს და ტერორის და გლობალური დესტაბილიზაციის ახალ სერიას დაიწყებს.

„არ ღირს, უკრაინას შესთავაზონ კომპრომისები თავის სინდისთან, სუვერენიტეტთან, ტერიტორიებთან და დამოუკიდებლობასთან. ჩვენ პატივს ვცემთ წესებს და სიტყვის ხალხი ვართ. უკრაინა ყოველთვის იყო სამშვიდობო ძალისხმევების ლიდერი და მსოფლიოს ეს ნანახი აქვს. თუ რუსეთი ამბობს, რომ თითქოს, ომის დასრულება სურს, ეს მოქმედებებით უნდა დაამტკიცოს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ინდონეზიის კუნძულ ბალიზე „დიდი ოცეულის“(G20) ლიდერთა 2-დღიანი სამიტი დღეს გაიხსნა, რომლის ერთ-ერთი მთავარი თემაა ომი უკრაინაში.

სამიტში მონაწილეობაზე უარი თქვა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა. მისმა პრეს–მდივანმა დმიტრი პესკოვმა 14 ნოემბერს, მოსკოვში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "გარემოებების კარნახით პრიორიტეტულია პრეზიდენტის ყოფნა რუსეთის ფედერაციაში". პესკოვს "გარემოებები" არ დაუკონკრეტებია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S