Accentnews.ge
ევროკავშირმა ირანს საპროტესტო აქციების დარბევის გამო დამატებითი სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა ირანს საპროტესტო აქციების დარბევის გამო დამატებითი სანქციები დაუწესა

15/11/2022 06:44:51 მსოფლიო

ევროკავშირმა ირანს საპროტესტო აქციების დარბევის გამო დამატებითი სანქციები დაუწესა. შეზღუდვები დაუწესდა 29 ფიზიკურ პირსა და სამ ორგანიზაციას.

ევროკავშირის მიერ დაწესებული ახალი სანქციები შეეხო, მათ შორის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსნებსა და ირანის შინაგან საქმეთა მინისტრს.

„ჩვენ ვდგავართ ირანელი ხალხის გვერდით და მხარს ვუჭერთ მათი მშვიდობიანი პროტესტის, მოთხოვნებისა და შეხედულებების თავისუფლად გამოთქმის უფლებას“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელმა.

ირანში პოლიციის მიერ დაკავებული ახალგაზრდა ქალის მაჰსა ამინის გარდაცვალების გამო საპროტესტო გამოსვლები სექტემბრის შუა რიცხვებში დაიწყო. უფლებადამცველების მონაცემებით, სახელმწიფო უსაფრთხოების ძალებმა საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას, სულ მცირე, 326 ადამიანი მოკლეს, მათ შორის - 43 ბავშვი. ირანის ხელისუფლება ირწმუნება, რომ დაიღუპა უსაფრთხოების ძალების 40 თანამშრომელი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S