ზალუჟნი: "უკრაინელი სამხედროები რუსეთთან კომპრომისს არ დათანხმდებიან"
15/11/2022 06:22:09 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი აცხადებს, რომ რუსეთთან მოლაპარაკება მისაღებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირობა იქნება რუსეთის გასვლა უკრაინის ყველა დაპყრობილი ტერიტორიიდან.
როგორც ზალუჟნიმ აღნიშნა, სატელეფონო საუბარი გამართა აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარესთან, გენერალ მარკ მილისთან, რომელსაც მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და უთხრა, რომ უკრაინელი სამხედროები იბრძოლებენ მანამ, ვიდრე ძალა ეყოფათ.
„უკრაინელი სამხედროები არ მიიღებენ არანაირ მოლაპარაკებებს, შეთანხმებებს ან კომპრომისულ გადაწყვეტილებებს. პირობა მოლაპარაკებისთვის ერთია - რუსეთმა უნდა დატოვოს ყველა დაპყრობილი ტერიტორია“, – აცხადებს ზალუჟნი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ინფორმაციით, გენერალ მილის გააცნო ოპერატიული ვითარება და უკრაინის თავდაცვის ძალების უპირველესი საჭიროებები. გენერალ ზალუჟნის შეფასებით, ფრონტზე სტაბილური და კონტროლირებული სიტუაციაა.


