ზელენსკი: "ოკუპანტებმა ხერსონის ოლქში ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი დანაღმეს"
15/11/2022 06:18:50 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსმა ოკუპანტებმა ხერსონში ყველა კრიტიკული ინფრასტრუქტურა გაანადგურეს, ქალაქში და ოლქში ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი დანაღმულია. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
”როდესაც არის უკრაინის დროშა, არის ცივილიზაცია, არის თავისუფლება. არის სოციალური უზრუნველყოფა. არის ინფრასტრუქტურა. არის უსაფრთხოება. არის ვიღაც, ვინც ზრუნავს ხალხზე. აი რას ნიშნავს რუსეთის დროშა - სრული გაპარტახება. არ არის ელექტროენერგია, კომუნიკაცია, ინტერნეტი, ტელევიზია. ოკუპანტებმა ყველაფერი განზრახ გაანადგურეს. ეს მათი სპეცოპერაციაა. ზამთრის წინა პერიოდში რუსმა ოკუპანტებმა გაანადგურეს ხალხისთვის აბსოლუტურად ყველა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი. ქალაქსა და ოლქში აბსოლუტურად ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი დანაღმულია“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინა დაიბრუნებს ნორმალურ ცხოვრებას ყველა ქალაქში და დასახლებაში, რომელიც რუსეთის მიერ 2014 წლის შემდეგ არის ოკუპირებული.


