ირანში აქციის მონაწილეს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს
14/11/2022 19:26:38 მსოფლიო
ირანის რევოლუციურმა სასამართლომ სიკვდილით დასჯის პირველი განაჩენი გამოიტანა მოქალაქის მიმართ, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე ანტისამთავრობო პროტესტის გამო დააკავეს. მას თეირანში სამთავრობო შენობისთვის ცეცხლის წაკიდებაში ადანაშაულებდნენ.
კიდევ ერთმა სასამართლომ 5-დან 10 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა 5 პირს, რომლებიც ეროვნულ უსაფრთხოებასთან და საზოგადოებრივ წესრიგთან დაკავშირებული მუხლებით გაასამართლეს.
ნორვეგიაში მოქმედი უფლებადამცველი ორგანიზაცია Iran Human Rights აღნიშნავს, რომ შესაძლოა, ირანის ხელისუფლება ემზადებოდეს დემონსტრანტების სიკვდილით დასჯისთვის “ნაჩქარევად”, “ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე”.
უფლებადამცველ მაჰსა ამინის სიკვდილის გამო ირანში დაწყებულ საპროტესტო აქციებზე ათასობით მონაწილე დააკავეს, ბავშვების ჩათვლით. მათ ნაწილს „მიწაზე კორუფციასა“ და „ღვთის წინაშე დანაშაულში“ სდებენ ბრალს, რაც სიკვდილის ისჯება.
უფლებადამცველების მონაცემებით, სახელმწიფო უსაფრთხოების ძალებმა საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას, სულ მცირე, 326 ადამიანი მოკლეს, მათ შორის - 43 ბავშვი. ირანის ხელისუფლება ირწმუნება, რომ დაიღუპა უსაფრთხოების ძალების 40 თანამშრომელი.


