სუნაკმა რუსეთს „პარია სახელმწიფო" უწოდა
14/11/2022 18:45:44 მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრმა რიში სუნაკმა რუსეთს „პარია სახელმწიფო" უწოდა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, "დიდი ოცეულის" სამიტის ფარგლებში სადაც კი შესაძლებლობა მიეცემა, რუსეთის ქმედებებს ყველგან დაგმობს
"მე ვისარგებლებ შემთხვევით და ოფიციალურად დავგმობ იმას, რასაც ისინი აკეთებენ. ამას გავაკეთებ როგორც დარბაზში სიტყვით გამოსვლისას, ასევე სხვაგან ნებისმიერ ადგილზე, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს დავინახავ. ეს ჩემი მხრიდან სწორი ქმედება იქნება", – განაცხადა სუნაკმა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე არ არსებობს მინიშნება, რომ რუსები მზად არიან, განაახლონ სამშვიდობო მოლაპარაკებები.
ბალიზე "დიდი ოცეულის" ლიდერთა სამიტი 15 ნოემბერს იწყება. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სამიტში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. მოსკოვის დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ხელმძღვანელობს.


