Accentnews.ge
უკრაინის თავდაცვის მინისტრი: "ყირიმი შესაძლოა, უბრძოლველად დავიბრუნოთ"

უკრაინის თავდაცვის მინისტრი: "ყირიმი შესაძლოა, უბრძოლველად დავიბრუნოთ"

14/11/2022 18:34:42 მსოფლიო

რუსეთის შიდა კრიზისი, რომელიც უკრაინაში ომის მიმდინარეობას უკავშირდება, სრულიად შესაძლებელია, იმის მიზეზად იქცეს, რომ უკრაინა ყირიმს უბრძოლველადაც კი დაიბრუნებს. ამის შესახებ "Reuters"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა .

მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები, რომლებიც უკვე ხერსონის ოლქში არიან, HIMARS-ისა და სხვა არსებული ამერიკული საარტილერიო სისტემების მეშვეობით ყირიმს ვერ სწვდებიან, თუმცა ამიერიდან შესაძლებლობა აქვთ, აკონტროლონ ყირიმისკენ "სახმელეთო ხიდი", რომელიც ხერსონიდან დაახლოებით 100 კმ-ში მდებარეობს (საუბარია ტრასებზე ხერსონი-არმიანსკი, ხერსონი-მელიტოპოლი და მელიტოპოლი-ჯანკოი) და რომლითაც რუსეთი უკრაინის სამხრეთსა და ყირიმში თავის ჯარებს ამარაგებდა.

ამასთან, რეზნიკოვის აზრით, უკრაინაზე რუსეთის ბირთვული შეტევის საფრთხის გაზვიადება არ ღირს, ისევე, როგორც რუსების მიერ უკან დახევისას კახოვკის ჰესის აფეთქების შესაძლებლობისა.

"ეს "შეშლილი" იდეაა, ნამდვილი სიგიჟე, რადგან ასეთ შემთხვევაში წყალი მოსკოვის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს წალეკდა, ხოლო ანექსირებულ ყირიმს დნეპრიდან მიმავალი არხით სასმელ წყალთან წვდომა შეუწყდებოდა. ხსენებულ რაიონში ლანდშაფტს რო გადახედოთ, დასავლეთ ნაპირი სიმაღლეზეა, აღმოსავლეთ ნაპირი კი - დაბლობზე", — განმარტა მან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S