ბორელი – ევროკავშირმა უკრაინას, სულ მცირე, 8 მლრდ დოლარის ოდენობის სამხედრო ტექნიკა გაუგზავნა
14/11/2022 17:45:19 მსოფლიო
ევროკავშირმა უკრაინას, სულ მცირე, 8 მლრდ დოლარის ოდენობის სამხედრო ტექნიკა გაუგზავნა, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
"ეს დახმარება შეერთებული შტატების მიერ კიევისთვის მიწოდებული თანხის დაახლოებით 45%–ია", – განაცხადა ბორელმა.
მისი თქმით, ევროკავშირი „განაგრძობს რუსეთის საერთაშორისო იზოლაციას“ და გააგრძელებს „შემზღუდავი ზომების“ დაწესებას რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ.


