უკრაინის უშიშროების საბჭო: "ხერსონში სამოქალაქო ფორმაში გადაცმული რუსი სამხედრო დავაკავეთ, რომელიც დივერსიის განხორციელებას გეგმავდა"
14/11/2022 17:26:29 მსოფლიო
უკრაინის უშიშროების საბჭო აცხადებს, რომ ხერსონში სამოქალაქო ფორმაში გადაცმული რუსი სამხედრო დააკავეს.
უწყების ცნობით, მამაკაცმა აღიარა, რომ იგი რუსეთის შეიარაღებული ძალების 69-ე ცალკეული ბრიგადის ჯარისკაცი იყო.
როგორც უშიშროების საბჭოში აღნიშნავენ, დაკავებულის ამოცანა ხერსონში ინფორმაციის შეგროვება და დივერსიის განხორციელება იყო.


