ზამბია რუსეთს მიმართავს, განუმარტოს როგორ აღმოჩნდა რუსულ ციხეში მყოფი ზამბიელი სტუდენტი უკრაინაში მიმდინარე ომში
14/11/2022 16:34:47 მსოფლიო
ზამბია რუსეთს მიმართავს, განუმარტოს როგორ აღმოჩნდა ზამბიელი სტუდენტი, რომელიც მოსკოვის გარეუბანში მდებარე ერთ–ერთ ციხეში იხდიდა სასჯელს, უკრაინაში მიმდინარე ომში. შესაბამისი განცხადება ზამბიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სტენლი კაკუბომ გააკეთა.
მისი თქმით, 23 წლის ზამბიელი ომში დაიღუპა.
"რუსეთმა მისი დაღუპვის შესახებ ზამბიას სექტემბერში აცნობა, თუმცა დეტალები არ მიუთითა", – აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი.
მისი თქმით, ზამბიელი სტუდენტი რუსეთის კანონმდებლობის დარღვევის ბრალდებით 2020 წლის აპრილში გაასამართლეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ზამბიის საგარეო უწყების ხელმძრვანელის განცხადებაზე კომენტარი ჯერ–ჯერობით არ გაუკეთებია.


