Accentnews.ge
ალასანია: "სააკაშვილს მიაჩნია, რომ ენმ-ის არჩევნებზე განცხადებები ბიბლიოთეკაში არ უნდა კეთდებოდეს"

ალასანია: "სააკაშვილს მიაჩნია, რომ ენმ-ის არჩევნებზე განცხადებები ბიბლიოთეკაში არ უნდა კეთდებოდეს"

14/11/2022 16:17:30 საზოგადოება

ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია აცხადებს, რომ სააკააშვილს მიაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ პარტიაში არჩევნების მოთხოვნით განცხადებები საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში არ უნდა კეთდებოდეს. ამის შესახებ ალასანიამ შვილთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

„მიაჩნია, რომ ბიბლიოთეკა არ არის ის ადგილი, სადაც უნდა ხდებოდეს ასეთი [განცხადებების გაკეთება]. იმიტომ, რომ არსებობს მაგისთვის ოფისები“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

9 ნოემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა ნაწილმა მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ბრიფინგი გამართა და პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარება მოითხოვა.

მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ბრიფინგი გამართეს ენმ-ის წევრებმა: ირაკლი ნადირაძემ, თაკო მეტრეველმა (რუსთავის საკრებულოს წევრი) თათია ნიკოლაიშვილმა (ოზურგეთის საკრებულოს წევრი) და ბონდო თედორაძემ (ქობულეთის მერობის კანდიდატი 2021 წელს).

იგივე საკითხზე ბრიფინგი მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ირაკლი ნადირაძემ 10 ნოემბერსაც გამართა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S