ბაიდენი ხერსონის გათავისუფლებას უკრაინის მნიშვნელოვან გამარჯვებად მიიჩნევს
14/11/2022 16:11:08 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხერსონის გათავისუფლებას უკრაინის მნიშვნელოვან გამარჯვებად მიიჩნევს. ამის შესახებ ბაიდენმა ბალიზე გამართულ პრეს–კონფერენციაზე ისაუბრა.
„ეს არის უკრაინის მნიშვნელოვანი გამარჯვება. მე ვერაფერს გავაკეთებ, გარდა იმისა, რომ მივესალმო უკრაინელი ხალხისა და უკრაინელი სამხედროების გამბედაობას, მონდომებას და შესაძლებლობებს. ისინი მართლაც არაჩვეულებრივი იყვნენ", - განაცხადა ბაიდენმა.
მან აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები „განაგრძობს უკრაინელი ხალხისთვის თავდაცვის შესაძლებლობების მიწოდებას“.
„ჩვენ ასევე, არ ვაპირებთ მონაწილეობას არცერთ მოლაპარაკებებში, არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინელებმა უნდა მიიღონ", - განაცხადა ბაიდენმა.


