ტრუდო: "კანადა უკრაინისთვის დამატებით 500 მლნ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გამოყოფს"
14/11/2022 15:44:50 მსოფლიო
კანადა უკრაინისთვის დამატებით 500 მლნ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გამოყოფს, – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ "დიდი ოცეულის" სამიტზე განაცხადა.
როგორც ტრუდომ აღნიშნა, ფინანსური დახმარების გარდა, უკრაინის მხარდასაჭერად კანადა დამატებით სანქციებს დაუწესებს რუსეთის 23 მოქალაქეს, რომლებიც ადამიანის უფლებების უხეშ და სისტემურ დარღვევაში მონაწილეობენ, მათ შორის არიან პოლიციელები, პროკურორები, მოსამართლეები და სხვა მაღალჩინოსნები.
ტრუდო ამბობს, რომ კანადამ ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინის დასახმარებლად 3.4 მილიარდი დოლარი უკვე გამოყო, რათა ქვეყანამ თავდაცვა გააუმჯობესოს, მიიღოს საჭირო აღჭურვილობა, მედიკამენტები და საწვავი.


