Accentnews.ge
უკრაინის პარლამენტი "დიდი ოცეულის" წევრებს მიმართავს, რუსეთი ჯგუფიდან გარიცხონ

უკრაინის პარლამენტი "დიდი ოცეულის" წევრებს მიმართავს, რუსეთი ჯგუფიდან გარიცხონ

14/11/2022 13:24:34 მსოფლიო

უკრაინის პარლამენტი "დიდი ოცეულის" წევრებს მიმართავს, რუსეთი ჯგუფიდან გარიცხონ. შესაბამისი მიმართვის ტექსტი საკანონმდებლო ორგანოს ვებ–საიტზე გამოქვეყნდა.

„[...] ითვალისწინებს რა "დიდი ოცეულის" დიდ როლს მსოფლიო ეკონომიკის სტაბილური, გაწონასწორებული და ინკლუზიური ზრდისა და განვითარებისთვის ყველა ხალხის საკეთილდღეოდ, ასევე ითვალისწინებს რა, რომ მსოფლიოს სახელმწიფოთა კეთილდღეობა პირდაპირ არის დაკავშირებული მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების უნარზე, უკრაინის უმაღლესი რადა "დიდი ოცეულის" სახელმწიფოებს მიმართავს თხოვნით, ამ ჯგუფის შემადგენლობიდან გარიცხოს რუსეთის ფედერაცია - როგორც სახელმწიფო, რომელიც არცერთ ნახსენებ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს“, - ნათქვამია მიმართვაში.

ბალიზე G20-ის ლიდერთა სამიტი 15 ნოემბერს იწყება. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სამიტში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. მოსკოვის დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ხელმძღვანელობს, რომელიც ინდონეზიაში 13 ნოემბერს ჩავიდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S