სტოლტენბერგი: "პუტინის მიზანია, უკრაინა ამ ზამთარში ცივი და ბნელი დატოვოს"
14/11/2022 13:12:33 მსოფლიო
ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, "პუტინის მიზანია, უკრაინა ამ ზამთარში ცივი და ბნელი დატოვოს". ამის შესახებ მან ჰააგაში გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის გასვლა ხერსონიდან აჩვენებს უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმოუდგენელ გამბედაობას, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ "არასათანადოდ არ უნდა შევაფასოთ რუსეთი":
„ჩვენ არ უნდა დავუშვათ შეცდომა და არასათანადოდ არ უნდა შევაფასოთ რუსეთი. რუსეთის შეიარაღებული ძალები ინარჩუნებენ მნიშვნელოვან შესაძლებლობებს, ასევე დიდი რაოდენობით ჯარისკაცებს და რუსეთმა გამოავლინა მზადყოფნა მნიშვნელოვანი დანაკარგები აიტანოს. მათ ასევე გამოიჩინეს უკიდურესი სისასტიკე”.


