Accentnews.ge
სალივანი: "აშშ უახლოეს კვირებში უკრაინის დახმარების ახალ პაკეტს გამოაცხადებს"

სალივანი: "აშშ უახლოეს კვირებში უკრაინის დახმარების ახალ პაკეტს გამოაცხადებს"

14/11/2022 13:02:05 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანის აცხადებს, რომ "აშშ უახლოეს კვირებში უკრაინის დახმარების ახალ პაკეტს გამოაცხადებს". ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

"ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, განვაგრძოთ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევა. თქვენ იცით, რომ მორიგი ასეთი პაკეტის თაობაზე ჩვენ ცოტა ხნის წინ გამოვაცხადეთ, იქნება ახალი დახმარების პაკეტი უახლოეს კვირებში", – განაცხადა სალივანმა.

პენტაგონის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 18.6 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარება გაუწია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S