Accentnews.ge
შემოსავლების სამსახური – ხვალ ქონების გადასახადის გადახდის ვადა იწურება

შემოსავლების სამსახური – ხვალ ქონების გადასახადის გადახდის ვადა იწურება

14/11/2022 12:52:22 საზოგადოება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, 15 ნოემბერს, ღამის 12:00 საათზე იწურება საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონებაზე/მიწაზე და საწარმო/ორგანიზაციის მიწაზე ქონების გადასახადის გადახდის ვადა.

"გაცნობებთ, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადების გადახდისას, მიუხედავად ტერიტორიული ერთეულისა და გადასახადების ქვესახეობისა, მათ შორის ფიზიკური პირის ქონებაზე წლიური გადასახადის გადახდისას, საკმარისია მხოლოდ ერთიანი სახაზინო კოდის - 10 100 1000 მითითება (საგადასახადო დავალებაში არ აღინიშნება გადასახადის განმსაზღვრელი სხვა კოდი)", - წერია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სადღეისოდ არსებული მონაცემებით, 330,672 ფიზიკურმა პირმა უკვე წარადგინა 2022 წლის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S