Accentnews.ge
უკრაინის საჰაერო ძალები: "რუსეთი "კალიბრის" ტიპის რაკეტების დეფიციტს განიცდის"

უკრაინის საჰაერო ძალები: "რუსეთი "კალიბრის" ტიპის რაკეტების დეფიციტს განიცდის"

14/11/2022 12:47:26 მსოფლიო

უკრაინის საჰაერო ძალების პრეს–სპიკერის იური იგნატის განცხადებით, "რუსეთი "კალიბრის" ტიპის რაკეტების დეფიციტს განიცდის"

"ოქტომბერში არც ისე ბევრი იყო გამოყენებული ფაქტობრივად, 15 "კალიბრამდე" გამოიყენეს ერთი თვის განმავლობაში. აშკარაა, რომ მტერს ამ რაკეტების დეფიციტი აქვს. მათი სწრაფად დამზადება შეუძლებელია", -განაცხადა უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა.

იგნატის თქმით, საოკუპაციო ძალები აგრძელებენ ფრონტის ხაზის რეგიონების მუდმივ დაბომბვას საარტილერიო და S-300 სამხედრო კომპლექსებით.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S