Accentnews.ge
ლაიენი: "სასურსათო დახმარებას კიდევ 210 მილიონი ევროთი გავზრდით"

ლაიენი: "სასურსათო დახმარებას კიდევ 210 მილიონი ევროთი გავზრდით"

14/11/2022 11:16:39 მსოფლიო

ევროკავშირი აგრძელებს სასურსათო უსაფრთხოების მხარდაჭერას მთელ მსოფლიოში. დღეს ჩვენ კიდევ უფრო გავზრდით ჩვენს სასურსათო დახმარებას 210 მილიონი ევროთი, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს.

ევროკომისიის ხელმძღვანელი „დიდი ოცეულის“ სამიტის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ აუცილებელია სურსათისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხების კუთხით რუსეთის ომის გლობალური შედეგების მოგვარება.

„ეს განსაკუთრებული „დიდი ოცეულია“. ჩვენ უნდა მოვაგვაროთ რუსეთის ომის გლობალური შედეგები სურსათისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხების კუთხით და ამავდროულად გავაგრძელოთ გლობალური დღის წესრიგი. ეს არის გამოწვევა, რომლისთვისაც ევროპა მზად არის. ყველა სხვა გლობალურმა ძალამ ასევე უნდა აიღოს თავისი პასუხისმგებლობა”, - აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S