Accentnews.ge
სირია ისრაელს სამხედრო ავიაბაზის დაბომბვაში ადანაშაულებს

სირია ისრაელს სამხედრო ავიაბაზის დაბომბვაში ადანაშაულებს

14/11/2022 11:13:05 მსოფლიო

სირია ისრაელს სამხედრო ავიაბაზაზე იერიშის მიტანაში ადანაშაულებს.

სირიის სამთავრობო მედიის SANA ინფორმაციით, ისრაელმა დაბომბა ჰომსის პროვინციაში მდებარე შარიათის საჰაერო ბაზა დაბომბა, რასაც ორი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა. მისი ცნობით, განადგურებულია ავიაბაზის ინფრასტრუქტურა.

Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ შაირათის საჰაერო ბაზა, ცოტა ხნის წინ ირანის საჰაერო ძალების მიერ იყო გამოყენებული. წყაროების ცნობით, თავდასხმის უშუალო სამიზნე საჰაერო ბაზის ასაფრენი ბილიკი გახდა.

გარდა ამისა, როგორც ცნობილია ირანი, რუსეთი და სირიის რეჟიმი ავიაბაზას სამხედროების გადასაყვანად, ასევე შეიარაღების მისაწოდებლად იყენებდნენ.

ისრაელს მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S