Accentnews.ge
ბრიტანული დაზვერვა: "ზამთარი ომის პირობებს შეცვლის როგორც რუსული, ისე უკრაინული ძალებისთვის"

ბრიტანული დაზვერვა: "ზამთარი ომის პირობებს შეცვლის როგორც რუსული, ისე უკრაინული ძალებისთვის"

14/11/2022 11:00:37 მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის განცხადებით, "ზამთარი ომის პირობებს შეცვლის როგორც რუსული, ისე უკრაინული ძალებისთვის".

მისი ცნობით, დღის სინათლის ნაკლებობა, ტემპერატურის დაცემა და ამინდის გაუარესება სამხედროებს პრობლემებს შეუქმნის.

"ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს რუსეთის გენერალური შტაბი, ნაწილობრივ ზამთრის დადგომით იქნება ნაკარნახევი. არმიის არასაკმარისად ეკიპირებული ქვედანაყოფები, რომლებსაც არ მოეპოვებათ თბილი ტანსაცმლის მარაგი, სიცივის გამო უფრო დიდი ალბათობით აღმოჩნდებიან გასაჭირში; გარდა ამისა, თითქმის ორჯერ მცირდება დრო, რომლის განმავლობაშიც შეიძლება, მძიმედ დაჭრილი ჯარისკაცის გადარჩენა, თოვლმა და ძლიერმა ქარმა შესაძლოა, დამატებითი პრობლემები შეუქმნან რუსეთის არმიის ისედაც დაბალ მორალურ სულისკვეთებას, ასევე ჯარების მომარაგებას", – აცხადებენ ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S