Accentnews.ge
ბალიში შეერთებული შტატებისა და ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრა იმართება

ბალიში შეერთებული შტატებისა და ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრა იმართება

14/11/2022 10:50:41 მსოფლიო

ბალიში "დიდი ოცეულის" სამიტის ფარგლებში შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და ჩინეთის ლიდერ სი ძინპინის შეხვედრა იმართება. მას აშშ–სა და ჩინეთის სხვა მაღალჩინოსნები ესწრებიან.

„მოწადინებული ვარ, შევინარჩუნოთ საკომუნიკაციო არხები არა მხოლო პირადად თქვენსა და ჩემ შორის, არამედ ჩვენს მთავრობებს შორის, რადგან ჩვენს ორ ქვეყანას ძალიან ბევრი შესაძლებლობა აქვს, სხვადასხვა საკითხი მოაგვაროს“, – განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა მისასალმებელ სიტყვაში.

მან ხაზგასმით აღნიშნა, აშშ-სა და ჩინეთს შორის კონფლიქტის თავიდან არიდების მნიშვნელობა.

თავის მხრივ, ჩინეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა და პეკინმა სწორი კურსი უნდა აირჩიონ.

"ჩვენ უნდა ვიპოვოთ სწორი მიმართულება ორმხრივი ურთიერთობების წინსვლისთვის და ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის“, – აღნიშნავს სი ძინპინი.

მისი თქმით, მსოფლიო აშშ-სა და ჩინეთისგან მოელის ურთიერთობების დარეგულირებას.

„შეხვედრისას ჩვენ ღიად უნდა გავცვალოთ მოსაზრებები სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებზე“,- განაცხადა სი ძინპინმა

როგორც დასავლური მედია იუწყება, ლიდერები განიხილავენ, მათ შორის ტაივანის, უკრაინისა და ჩრდილოეთ კორეის საკითხებს.

შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გრძელდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S