Accentnews.ge
შოლცი: „პრეზიდენტი პუტინი რომ ჩამოსულიყო „დიდი შვიდეულის“ სამიტზე, კარგი იქნებოდა"

შოლცი: „პრეზიდენტი პუტინი რომ ჩამოსულიყო „დიდი შვიდეულის“ სამიტზე, კარგი იქნებოდა"

14/11/2022 10:28:15 მსოფლიო

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ „დიდი შვიდეულის“ (G20) სამიტს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ დაესწრება, – იუწყება Der Spiegel.

„კარგი იქნებოდა, პრეზიდენტი პუტინი რომ ჩამოსულიყო G20-ის სამიტზე. მართალია, მაშინ მას პირადად მოუწევდა ყველა შეკითხვისა და მთელი კრიტიკის წინაშე აღმოჩენა, რაც უმეტესი ქვეყნიდან მომდინარეობს", – განაცხადა შოლცმა და დასძინა:

„ალბათ, ამიტომაც არ არის ის აქ.“

როგორც შოლცმა განაცხადა, პუტინის არყოფნა სხვა ქვეყნებს ხელს არ შეუშლის, მწვავედ გააკრიტიკონ კრემლის მიერ წარმოებული ომი და მოსკოვს მოუწოდონ უკრაინიდან ჯარების გაყვანისა და სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის პირობების შექმნისკენ.

ბალიზე G20-ის ლიდერთა სამიტი 15 ნოემბერს იწყება. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სამიტში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. მოსკოვის დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ხელმძღვანელობს, რომელიც ინდონეზიაში 13 ნოემბერს ჩავიდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S