
თბილისში, King David-თან მიწა ჩამოიშალა
14/11/2022 09:41:59 საზოგადოება
თბილისში, King David-თან ხე-მცენარეებთან ერთად მიწა ჩამოიშალა და საავტომობილო გზა ჩახერგა.
თბილისის მერიაში ამბობენ, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
უწყების ცნობით, ადგილზეა შესაბამისი სამსახურები და მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები.