Accentnews.ge
აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახური: "ირანის მიერ შექმნილი ჯაშუშური ქსელი გამოვავლინეთ"

აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახური: "ირანის მიერ შექმნილი ჯაშუშური ქსელი გამოვავლინეთ"

14/11/2022 08:38:59 მსოფლიო

აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ირანის მიერ შექმნილი ჯაშუშური ქსელი გამოააშკარავეს.

"ჩატარებული ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ ასგაროვ ზაჰირ ფახრედინ ოღლუ, რომელიც კასპიის ზღვის ნავთობის ფლოტში გემის კაპიტანად მუშაობდა, ირანში, ქალაქ ყუმში, რელიგიური განათლების მიღების პერიოდში ფინანსური ინტერესის სანაცვლოდ, ქვეყნის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლებთან საიდუმლოდ თანამშრომლობდა", – აცხადებენ აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

მისი ცნობით, ასგაროვ ზაჰირ ფახრედინ ოღლუ აზერბაიჯანში მოქმედი უცხო ქვეყნების კომპანიებისა და წარმომადგენლობების შესახებ ინფორმაციას აგროვებდა, ეჭვმიტანილი ასევე აგროვებდა ინფორმაციას კასპიის ზღვაში აზერბაიჯანის საზღვაო ძალების მიერ ჩატარებული წვრთნების ადგილისა და დროის შესახებ, ასევე – ნავთობის პლატფორმებზე გადატანილი ტვირთების თაობაზე.

ამასთან, გამოძიების ინფორმაციით, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში რელიგიური განათლების მისაღებად იმყოფებოდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის კიდევ ერთი მოქალაქე აღაზადე ბახტიარ რაფიქ ოღლუ, რა დროსაც ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ, დათანხმდა ირანის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას და პოლიტიკურ პროცესებზე, სამხედრო მეთაურებზე ირანის სპეცსამსხურებისთვის ინფორმაციის შეგროვება დაიწყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S