ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: "ოლქში გათავისუფლებულია 12 დასახლებული პუნქტი"
14/11/2022 07:18:07 მსოფლიო
ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგი გაიდაი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსკის ოლქში უკვე 12 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.
იგი არ აკონკრეტებს, რა პერიოდში გახდა შესაძლებელი ამ დასახლებულ პუნქტებზე კიევის კონტროლის აღდგენა.
გაიდაის ინფორმაციით, ლუგანსკის ოლქში ყოველდღიურად მძიმე ბრძოლებია და მრავლად არიან კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ წევრები და რუსეთის მიერ მობილიზებულები.
უკრაინულ და რუსულ ძალებს შორის ყველაზე მძიმე ბრძოლები ამჟამად ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში მიმდინარეობს.


