Accentnews.ge
ზელენსკი: "დონეცკის ოლქში ბრძოლები ისეთივე ინტენსიურია, როგორც წინა დღეებში"

ზელენსკი: "დონეცკის ოლქში ბრძოლები ისეთივე ინტენსიურია, როგორც წინა დღეებში"

14/11/2022 06:36:20 ევროპა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონეცკის ოლქში ბრძოლები ახლა ისეთივე ინტენსიურად მიმდინარეობს, როგორც წინა დღეებში.

"დონეცკის ოლქში ბრძოლები ისეთივე ინტენსიურია, როგორც წინა დღეებში. რუსეთის თავდასხმის დონე არ იკლებს. ჩვენი მებრძოლების გამძლეობისა და გამბედაობის დონე ყველაზე მაღალია. მოწინააღმდეგეს ჩვენი თავდაცვის გარღვევის საშუალებას არ ვაძლევთ. მადლობას ვუხდი თითოეულ ჩვენ ჯარისკაცს ამისთვის", - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის ხუთ ოლქში: სუმის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში სარაკეტო, საჰაერო და საარტილერიო დარტყმები განხორციელდა.

"ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მტერმა იგრძნოს ჩვენი პასუხები. უზრუნველვყოფთ მტრის მომარაგების ჯაჭვების, საბრძოლო მასალის, შტაბების განადგურებას ფრონტის მთელ ხაზზე. ყოველდღე, დასვენების დღეების გარეშე, უნდა შევამციროთ ოკუპანტების პოტენციალი. ეს გადაარჩენს ჩვენი ხალხის სიცოცხლეს“, - განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

ამასთან, პრეზიდენტის თქმით, ხერსონის ოლქში გამომძიებლებმა რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულის 400-ზე მეტი შემთხვევა გამოავლინეს.

”გამომძიებლებმა უკვე დააფიქსირეს რუსული ომის 400-ზე მეტი დანაშაული, ნაპოვნია როგორც მშვიდობიანი მოქალაქეების, ასევე სამხედრო მოსამსახურეების ცხედრები”, - აღნიშნა ზელენსკიმ და დასძინა, „მიმდინარეობს დარჩენილი რუსი ჯარისკაცებისა და დაქირავებული მებრძოლების დაკავება და დივერსანტების განეიტრალება“.

მისი თქმით, ხერსონში სიტუაცია კვლავ ძალიან საშიშია:

„პირველ რიგში, არის ნაღმები. სამწუხაროდ, ტერიტორიის ნაღმებისგან გაწმენდისას ჩვენი ერთი გამნამღმელი დაიღუპა, ოთხი კი - დაშავდა“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S