Accentnews.ge
სლოვენიას პირველად ეყოლება ქალი პრეზიდენტი

სლოვენიას პირველად ეყოლება ქალი პრეზიდენტი

14/11/2022 06:14:32 ევროპა

უფლებადამცველმა ნატაშა პირც-მუსარმა 13 ნოემბერს არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა და ის სლოვენიის პირველი პრეზიდენტი ქალი გახდება.

თითქმის ყველა ხმის დათვლის შემდეგ პირც-მუსარმა 54%–ით 46%–ის წინააღმდეგ აჯობა სლოვენიის საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს ანჟე ლოგარს.

როგორც პირც-მუსარმა განაცხადა, მისი პირველი ამოცანა იქნება მემარცხენეებსა და მემარჯვენე ძალებს შორის ღრმა განხეთქილების გადალახვა.

მისი წარმატება გააძლიერებს ქვეყნის ლიბერალურ ბლოკს აპრილში სლოვენიის საპარლამენტო არჩევნებში მემარცხენე-ცენტრისტული კოალიციის გამარჯვების შემდეგ.

54 წლის პირც-მუსარი იქნება პირველი ქალი, რომელიც პრეზიდენტის პოსტს იკავებს მას შემდეგ, რაც სლოვენია 1991 წელს დამოუკიდებელი გახდა იუგოსლავიის დაშლის შემდეგ.

ორი კვირის წინ კენჭისყრის პირველ ტურში მან ლოგარზე უარესი შედეგი აჩვენა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S