Accentnews.ge
თურქეთის პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც სავარაუდოდ, ბომბი დატოვა ქალაქის ცენტრში

თურქეთის პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც სავარაუდოდ, ბომბი დატოვა ქალაქის ცენტრში

14/11/2022 06:06:17 მსოფლიო

სტამბოლის პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც, სავარაუდოდ, ბომბი დატოვა ქალაქის ცენტრში, ისთიქლალის ქუჩაზე. ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ განაცხადა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ.

სტამბოლის ცენტრში 13 ნოემბერს, საღამოს მომხდარი აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 81 დაიჭრა.

სოილუს განცხადებით, აფეთქების ორგანიზების ბრძანება გაცემული იყო სირიის ქალაქ კობანიდან, შემსრულებელი კი, თურქეთში ჩავიდა ქალაქ აფრინიდან. სირიის ამ ქალაქებში მოქმედებენ ქურთების გასამხედროებული დაჯგუფებები, რომლებსაც თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციებად მიიჩნევს.

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ფუათ ოქტაიმ წუხელ განაცხადა, რომ სტამბოლში მომხდარი აფეთქება იყო ტერაქტი და მიუხედავად იმისა, მსოფლიოს რომელ კუთხეში იმყოფებიან დამნაშავეები, თურქეთი მათ მისწვდება და სასამართლოს წინაშე წარდგებიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S