Accentnews.ge
სტამბოლის ცენტრში აფეთქება მოხდა, არის მსხვერპლი

სტამბოლის ცენტრში აფეთქება მოხდა, არის მსხვერპლი

13/11/2022 14:47:18 მსოფლიო

თურქეთის ქალაქ სტამბოლის ცენტრში აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, არიან დაღუპულები და დაჭრილები, რომელთა რაოდენობა ზუსტდება.

ტელერახი "CNN Turk" სულ მცირე, 11 დაშავებულის შესახებ იუწყება.

ინციდენტი ქალაქის შუაგულში, ისთიქლალის საფეხმავლო ქუჩაზე მოხდა.

აფეთქების მიზეზები ოფიციალურად ჯერ არ გამოცხადებულა. თუმცა პირველადი ინფორმაციით, თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა.

ამ დროისთვის ადგილზე ყველა საზოგადოებრივი ობიექტი დახურულია, მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია, ადგილზე სამართალდამცველები და გამომძიებლები მუშაობენ.

საქართველოს გენერალურმა საკონსულომ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ დროის მონაცემებით, არ მიუღია შეტყობინება აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალქეების დაშავების თაობაზე და რომ უწყება მუდმივ კომუნიკაციაში რჩება ადგილობრივ სამართალდამცველებთან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S