Accentnews.ge
დეპარდიე რუსეთში თავის საპროდიუსერო ცენტრს აუქმებს

დეპარდიე რუსეთში თავის საპროდიუსერო ცენტრს აუქმებს

13/11/2022 14:39:10 მსოფლიო

ცნობილი ფრანგი მსახიობი და პროდიუსერი ჟერარ დეპარდიე რუსეთში თავის საპროდიუსერო ცენტრს აუქმებს. მიზეზად უმოქმედობა დასახელდა.

"ეს სტრუქტურა აუდიოვიზუალური პროექტებისთვის შეიქმნა. აქტიური საქმიანობის არარსებობის პირობებში მისი არსებობა აზრს კარგავს, მით უფრო, რომ ასეთ მდგოარეობაშიც კი მისი შენახვა დიდ თანხებს მოითხოვს", — უამბო რუს ჟურნალისტებს მსახიობის მეგობარმა არნო ფრილიმ, თუმცა იქვე დასძინა, რომ ეს გადაწყვეტილება კავშირში არაა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან.

გარდა ამისა, მისი ინფორმაციით, დეპარდიე წყვეტს მუშაობას რუსულ-ფრანგულ ფილმზე "ნორმანდია-ნემანი", რომელიც კალინინგრადში უნდა გადაეღო, თუმცა იმედოვნებს, რომ ოდესმე ამ პროექტს დაუბრუნდება.

  • 2013 წელს ჟერარ დეპარდიემ რუსეთის მოქალაქეობა მიიღო.
  • მიმდინარე წლის მარტში მსახიობმა უკრაინის მიმართ რუსეთის სამხედრო აგრესია დაგმო და პრეზიდენტ პუტინის მოქმედებას "მიუღებელი სიგიჟე" უწოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S