Accentnews.ge
"ვაგნერელებმა" უკრაინაში ტყვედ ჩავარდნილი რუსი მსჯავრდებული გაიტაცეს და სიკვდილით საჯაროდ დასაჯეს

"ვაგნერელებმა" უკრაინაში ტყვედ ჩავარდნილი რუსი მსჯავრდებული გაიტაცეს და სიკვდილით საჯაროდ დასაჯეს

13/11/2022 14:15:42 მსოფლიო

ინტერნეტ-სივრცეში დღეს გავრცელდა ვიდეო, რომელშიც უკრაინაში ტყვედ ჩავარდნილ რუს მსჯავრდებულს "ვაგნერელები" უროთი კლავენ.

ვიდეოკადრებში ევგენი ნუჟინი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინელებს ჩაჰბარდა, იგი კიევში იმყოფებოდა, საიდანაც 11 ნოემბერს "ვაგნერელებმა" გაიტაცეს, სარდაფში გონს მოსულს კი განუცხადეს, რომ "გაასამართლებდნენ". ამის შემდეგ კადრებში ჩანს, როგორ უტეხენ ნუჟინს უროთი თავს.

"ვაგნერის" დამფუძნებელმა და დამფინანსებელმა ევგენი პრიგოჟინმა დღესვე კადრებთან დაკავშირებით ასეთი კომენტარი გაავრცელა: "ისტორიებს, როგორც წესი, თეატრში ვუყურებ. რაც შეეხება ჩაუროებულს, ამ შოუში ჩანს, რომ მან უკრაინაში ბედნიერება ვერ ჰპოვა და ამის ნაცვლად არაკეთილ, მაგრამ სამართლიან ადამიანებს შეხვდა. ჩემი აზრით, ამ ფილმს უნდა დაერქვას "ძაღლს - ძაღლური სიკვდილი". მშვენიერი სარეჟისორო ნამუშევარია, ერთ ამოსუნთქვაზე ვუყურე".

ცნობილია, რომ თავის დროზე რუსეთში მკვლელობისთვის გასამართლებული ნუჟინი უკრაინელებს ტყვედ სექტემბერში ჩაბარდა. იმავე პერიოდში მან ადგილობრივ ჟურნალისტს ინტერვიუ მისცა, რომელშიც რუსეთის პოლიტიკასა და ქმედებებს გმობდა, უკრაინული არმიის რიგებში აპირებდა ბრძოლას და ომის დასრულების შემდეგაც უკრაინაში დარჩენას იმედოვნებდა.

ოფიციალურად ნუჟიმის სიკვდილი ჯერ არ დადასტურებულა, რუსეთის სამართალდამცველი ორგანოები დუმან. წამებისა და კორუფციის საწინააღმდეგო საერთაშორისო კომიტეტი Gulagu.net კი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდებს, განმარტოს, როგორ შეიძლებოდა, ტყვედ ჩავარდნილი ნუჟინი გაეტაცებინათ.

  • "ვაგნერი" პრეზიდენტ პუტინის "მზარეულის" მეტსახელით ცნობილი პეტერბურგელი ბიზნესმენის - ევგენი პრიგოჟინის მიერ ჩამოყალიბებული არაოფიციალური შეიარაღებული ქვედანაყოფია, რომელიც რუსეთის არც სამხედრო უწყებების ბალანსზე ირიცხება, არც იურიდიულ პირთა რეესტრში.
  • გაზაფხულზე, უკრაინაში რუსული არმიის ზედიზედ რამდენიმე მარცხის შემდეგ პრიგოჟინმა "ვაგნერის" რიგებში საბრძოლველად რუსი მსჯავრდებულების, მათ შორის უმძიმესი დანაშაულებისთვის გასამართლებულთა დაქირავება და ომში გაგზავნა დაიწყო. პირობების თანახმად, მათ წინა ხაზზე სულ მცირე, ნახევარი წელი უნდა დაჰყონ, ხოლო უკან დახევის ან ტყვედ ჩავარდნის შემთხვევაში სიკვდილით დაისჯებიან. სამაგიეროდ "პატიოსანი მსახურისა" და ცოცხლად გადარჩენის შემთხვევაში პრიგოჟინი კრიმინალებს სასჯელისგან გათავისუფლებას ჰპირდება.
  • სხვადასხვა მონაცემებით, ამ დროისთვის "ვაგნერის" რიგებში 20 ათასამდე მსჯავრდებული იბრძვის.
  • უროთი მკვლელობა "ვაგნერის" ერთგვარ სავიზიტო ბარათად ჯერ კიდევ სირიის ბრძოლების დროს იქცა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S