Accentnews.ge
ერდოღანი: „სირიასთან დაკავშირებით საჭირო ზომებს პუტინთან შეხვედრის შემდეგ მივიღებ“

ერდოღანი: „სირიასთან დაკავშირებით საჭირო ზომებს პუტინთან შეხვედრის შემდეგ მივიღებ“

21/10/2019 12:17:53 სხვა, მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, სირიასთან დაკავშირებით საჭირო ზომებს რუს კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ მიიღებს. 

„სირიის საკითხს ბატონ პუტინთან შეხვედრისას განვიხილავთ. აღნიშნულის შემდეგ კი საჭირო ზომებს მივიღებ“, – განაცხადა ერდოღანმა თურქულ მედიასთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ხვალ სოჭში რუსული მხარის ინიციატივით პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის შეხვედრა იგეგმება. კრემლის ინფორმაციით, განხილვის მთავარი თემა სირიის საკითხი იქნება.

ცნობისთვის: 9 ოქტომბერს თურქეთმა სირიის ჩრდილოეთ ნაწილში დაიწყო ოპერაცია „მშვიდობის წყარო”, რომელიც ანკარის განცხადებით, მიმართულია „ისლამური სახელმწიფოს“ და ქურთების შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ. სირიელი ქურთები აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ საერთაშორისო კოალიციასთან ერთად „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ იბრძოდნენ. თუმცა თურქეთის მთავრობა, სირიელ ქურთებს მიიჩნევს მის მიერ ტერორისტულად გამოცხადებული ორგანიზაცია „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ მოკავშირეებად. თურქეთის მიერ სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე აშშ-მა სირიიდან ამერიკული კონტინგენტის გაყვანა დაიწყო. აღნიშნულის გამო ოპონენტებმა ტრამპი ამერიკელების მოკავშირე ქურთების ღალატში დაადანაშაულეს.

რაც შეეხება თურქულ სამხედრო ოპერაციაზე მოსკოვის პოზიციას, კრემლში აცხადებენ, რომ პატივს ცემენ თურქეთის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი, მაგრამ სირიაში ანკარის ქმედებები პროპორციული უნდა იყოს.


17 ოქტომბერს ანკარაში აშშ-ის ვიცე-პეზიდენტ მაიკ პენსსა და თურქეთის პრეზიდენტს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ ოპერაციის ხუთი დღით შეჩერების შესახებ განაცხადა. მიღწეული შეთანხმების მიხედვით, სასაზღვრო რაიონებში მყოფმა სირიელმა ქურთებმა 30-კილომეტრიანი ზონა 120 საათის განმავლობაში უნდა დატოვონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ანკარა აცხადებს, რომ სამხედრო ოპერაციას განაახლებს. ქურთმა სამხედროებმა რას ალ-აინი დატოვეს, თუმცა რჩებიან კობანსა და ალ-დარბასიაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S