Accentnews.ge
ზელენსკი:  "ხერსონის ოლქში 60 დასახლებულ პუნქტზე მეტია გათავისუფლებული"

ზელენსკი:  "ხერსონის ოლქში 60 დასახლებულ პუნქტზე მეტია გათავისუფლებული"

13/11/2022 10:08:58 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ხერსონის ოლქში უკვე 60 დასახლებულ პუნქტზე მეტია გათავისუფლებული.

„12 ნოემბრის საღამოს მდგომარეობით თავდაცვის ძალების მიერ კონტროლი დამყარებულია ხერსონის ოლქის 60-ზე მეტ დასახლებულ პუნქტზე. პოლიციამ დაიწყო სტაბილიზაციის ღონისძიებები. ოკუპანტებმა გაქცევამდე გაანადგურეს მთელი კრიტიკული ინფრასტრუქტურა – კავშირგაბმულობა, წყალმომარაგება, გათბობა, ელექტროენერგია. რუსებს ყველგან ერთნაირი მიზანი აქვთ - ხალხის ტანჯვა და დაცინვა, მაგრამ ჩვენ ამ ყველაფერს აღვადგენთ“, – განაცხადა ზელენკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ხერსონის ოლქის გათავისუფლებულ ტერიტორიაზე უკვე ამოღებულია დაახლოებით 2 000 ფეთქებადი ნივთი.

მისი განცხადებით, დონეცკის ოლქში ჯოჯოხეთია, რადგან უკიდურესად სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობს.

9 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის სამხედრო მეთაურობამ მიიღო გადაწყვეტილება ხერსონიდან რუსეთის ძალების დნეპრის მარცხენა ნაპირზე გაყვანის შესახებ. კრემლი ირწმუნება, რომ ხერსონიდან რუსი სამხედროების გაყვანა 11 ნოემბერს დაასრულა. მოსკოვის განცხადებით, ხერსონიდან 30 000 რუსი ჯარისკაცია გაყვანილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S