Accentnews.ge
თბილისის რიგ რაიონებში წყალმომარაგება 20 საათით შეწყდება

თბილისის რიგ რაიონებში წყალმომარაგება 20 საათით შეწყდება

13/11/2022 08:54:23 საზოგადოება

თბილისის რიგ რაიონებს 14 ნოემბერს წყალმომარაგება შეუწყდება.

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" მიზეზად ნაძალადევის რაიონში, ხუდადოვის წყალმომარაგების რეზერვუარზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ასახელებს.

კომპანიის ცნობით, სამუშაოები 14 ნოემბერს, დღის 12:00 საათიდან დაიწყება, მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება და 15 ნოემბერს დილის 08:00 საათზე დასრულდება.

GWP –ი აცხადებენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 14 ნოემბერს, 12:00 საათიდან 15 ნოემბრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეიზღუდება:

ნაძალადევის რაიონში - უიარაღოს, ნოსტეს, კახიანის, ძმობის, წრომის, კელაპტრიშვილის, ასკურავას, სტურუას, კაჭრეთის, კონდოლის კოდალოს, ლოტკინის ხევის, ღუდუშაურის, ქართლელიშვილის, ურიდიას, ინანიშვილის და მიმდებარე ქუჩებს.

ჩუღურეთის რაიონში - ივერთუბნის დასახლებას, რეხის, მახათას აღმართის, სამურზაყანოს, სარკინეთის, ცხრა ძმის, აფხაზეთის, მარუაშვილის, სამშვილდის, ზაზიშვილის, ტყეკულტურის, არგვეთის, დავითაშვილის, ბაგრატიონის, მნათობის და მიმდებარე ქუჩებს.

"წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S