
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
13/11/2022 08:49:45 საზოგადოება
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მიწისქვეშა ბიძგები ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურთან დაფიქსირდა.
მიწისძვრის სიმძლავრემ 3.1 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.