უოლესი: "რუსეთმა მხოლოდ ერთს - საერთაშორისო იზოლაციასა და დამცირებას მიაღწია"
12/11/2022 17:18:11 მსოფლიო
ხერსონის დატოვება - ეს რუსეთის მორიგი სტრატეგიული მარცხია, - თვლის დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი.
მისივე თქმით, "უკრაინაში შეჭრის შედეგად რუსეთი ათასობით სამხედროს კარგავს, არადა, მხოლოდ ერთ რამეს - საერთაშორისო იზოლაციასა და დამცირებას მიაღწია".
"თებერვალში რუსეთმა ვერც ერთი სამიზნე ვერ აიღო, ხერსონის გარდა. ახლა, როდესაც ხერსონიც დატოვა, რუსეთის მოქალაქეებმა აუცილებლად უნდა დაუსვან საკუთარ თავს კითხვა: რა საჭირო იყო ეს ყველაფერი?" - განაცხადა უოლესმა.


