Accentnews.ge
რუსეთის სკოლებში სროლა და უპილოტოების მართვა სავალდებულო დისციპლინად შეიძლება, შემოიღონ

რუსეთის სკოლებში სროლა და უპილოტოების მართვა სავალდებულო დისციპლინად შეიძლება, შემოიღონ

11/11/2022 18:05:03 მსოფლიო

რუსეთის სკოლებში სპორტული მომზადების ნორმატივების ჩასაბარებლად გათვალისწინებულ კურსს შესაძლოა, სროლა და უპილოტო საფრენი აპარატების მართვა დაემატოს. ვიცე-პრემიერ დიმიტრი ჩერნიშენკოს აზრით, ეს ინიციატივა, რომელიც უკვე შეთანხმებულია პრემიერ მიშუსტინთან, სკოლებში ფიზიკური კულტურის გაკვეთილების ფარგლებში უახლოეს თვეებში შეიძლება, იქნას რეალიზებული.

სპორტის სამინისტროს დაევალა, "ნორმატივებში ცვლილებები მოამზადოს და სავალდებულო დისციპლინებს პნევმატური იარაღიდან და სპორტული სროლა დაამატოს".

"პრეზიდენტმა პუტინმა დაგვისახა მიზანი, 2030 წლისთვის სპორტით რუსეთის მოქალაქეების არანაკლებ 70% იყოს დაკავებული. ისეთი დისციპლინების დაბრუნება, როგორიცაა სპორტული სროლა, ასევე ახალი დისციპლინის - უპილოტო აპარატების მართვის დამატება ახალგაზრდობის ინტერესს გაზრდის, მათ მომზადებას კი უფრო კომპლექსურსა და მრავალმხრივს გახდის", — განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

გარდა ამისა, სპორტისა და განათლების სამინისტროებმა უნდა მოამზადონ წინადადებები მასობრივი სპორტულ-პატრიოტული ღონისძიებების ჩასატარებლად, მათ შორის - არდადეგების პერიოდში ბავშვთა ბანაკებში.

ამჟამად ნორმატივები სურვილისამებრ ბარდება, თუმცა მათი ჩაბარების შემთხვევაში გაცემული ნიშანი ზოგიერთ უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებისას აბიტურიენტს ბონუს-ქულებს ანიჭებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S