Accentnews.ge
დუგინი უკრაინაში მარცხის შემთხვევაში პუტინის მკვლელობას არ გამორიცხავს

დუგინი უკრაინაში მარცხის შემთხვევაში პუტინის მკვლელობას არ გამორიცხავს

11/11/2022 16:44:38 მსოფლიო

რუსი ულტრაკონსერვატიული ფილოსოფოსი, "ევრაზიულობისა" და "რუსსკი მირის" კონცეფციების ავტორი, კრემლის ერთ-ერთი იდეოლოგი ალექსანდრე დუგინი უკრაინაში მარცხის შემთხვევაში პრეზიდენტ პუტინის რიტუალური მკვლელობის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

დუგინის აზრით, ხერსონის ჩაბარება - "ეს არა უბრალოდ ღალატია, არამედ ნაბიჯი არმაგედონისკენ" და "ხელისუფლებამ ამაზე პასუხი უნდა აგოს".

"რაშია აზრი? ჩვენ მმართველს სრულ ძალაუფლებას ვანიჭებთ, მან კი სანაცვლოდ ყველანი - ხალხიც, სახელმწიფოც, მოქალაქეებიც კრიტიკულ მომენტში უნდა გადაგვარჩინოს. ამისთვის მმართველს ყველაფრის უფლება შეიძლება, მისცე: იმის, რომ ირგლივ ნაგავი შემოიკრიბოს და ფეხებზე დაიკიდოს სოციალური სამართლიანობა. მაგრამ თუკი მმართველი მარცხს განიცდის, მაშინ მას "წვიმის მეფეების" ბედი ელის" - წერს კრემლის იდეოლოგი და განმარტავს, რომ მხედველობაში აქვს ბრიტანელ ანთროპოლოგ ჯეიმს ჯორჯ ფრეზერის 12-ტომეული "ოქროს რტო", რომელშიც მეფეთა მკვლელობის უძველესი პრაქტიკაა აღწერილი: თუკი მმართველი გვალვისგან მხსნელ წვიმას ვერ იწვევდა, მას სიკვდილით სჯიდნენ. "სრული ძალაუფლება - გამარჯვების შემთხვევაში, მაგრამ სრული პასუხისმგებლობა - მარცხის" - განმარტავს დუგინი.

მისივე აზრით, "დასავლეთი რუსეთს ომს უგებს, მაგრამ ამ სატანის ცივილიზაციის პირობები მოსკოვისთვის მიუღებელია". "რჩება ბირთვული იარაღის არგუმენტი, მაგრამ ის ყველაფრის დასასრულს ნიშნავს. ამდენად, უკანასკნელი რესურსი იდეოლოგიაა, თანაც ნამდვილი და არა ფეიქი, რომელსაც რეალობის ჯანყით სიკვდილამდე შეშინებული პრეზიდენტის ადმინისტრაცია გვთავაზობს" - წერს კრემლის იდეოლოგი.

"სხვა გზა არაა. რუსეთის ხელისუფლება მეტს ვეღარაფერს ჩააბარებს. ლიმიტი ამოწურულია. გამარჯვებისთვის კი ტექნიკური შესაძლებლობები არ გვყოფნის", — დასძენს დუგინი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S