პუტინი G-20-ზე სიტყვით არც ონლაინ-რეჟიმში წარსდგება
11/11/2022 15:42:09 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი "დიდი ოცეულის" სამიტზე სიტყვით არც ონლაინ-რეჟიმში წარსდგება. ამის შესახებ, DW-ს ინფორმაციით, კრემლის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისი მტკიცებით, ეს გადაწყვეტილება "პრეზიდენტის გადატვირთულ განრიგსა და მისი რუსეთში ყოფნის აუცილებლობას" უკავშირდება.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ინდონეზიაში დაგეგმილ სამიტზე რუსეთს საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი წარმოადგენს.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ფორუმში ონლაინ-რეჟიმში მიიღებს მონაწილეობას და შეკრებილთ სიტყვითაც მიმართავს.


