Accentnews.ge
ხერსონის ჩაბარებამ რუს Z-პატრიოტთა რიგებში ჯანყი გამოიწვია

ხერსონის ჩაბარებამ რუს Z-პატრიოტთა რიგებში ჯანყი გამოიწვია

11/11/2022 15:13:33 მსოფლიო

რუსული არმიის მიერ 10 თვის განმავლობაში უკრაინაში აღებული ერადერთი საოლქო ცენტრის - ხერსონის ჩაბარებამ ძლიერი კოგნიტიური დისონანსი გამოიწვია რუსი Z-პატრიოტების რიგებში, რომლებიც გამარჯვების მომტანი ბლიც-კრიგის ნაცვლად სამარცხვინო ფიასკოს ფაქტის წინაშე აღმოჩნდნენ, - წერს "The Moscow Times".

მას შემდეგ, რაც გენერლებმა სერგეი სუროვიკინმა და სერგეი შოიგუმ ხერსონის ჩაბარების შესახებ განაცხადეს, კრემლთან "არმიის დისკრედიტაციის" ბრალდებით დააკავეს ხნიერი მამაკაცი, რომელიც, გამოცემა "Astra"-ს ინფორმაციით, ქუჩაში პლაკატით "მოღალატეებო, ყველაფერში ჩაი*სვარეთ" იყო გასული.

არანაკლებ დრამატულად ვითარდებოდა მოვლენები სოცქსელებში, სადაც Z-პატრიოტები რისხვით აღსავსე მუქარანარევ კომენტარებს აფრქვევდნენ. კრემლის იდეოლოგები კი საპასუხოდ ან დუმდნენ, ან მორცხვად მოჰყავდათ ნაკლებ დამაჯერებელი არგუმენტები.

"რუსული გაზაფხულის" იდეოლოგი ალექსანდრე დუგინი ხერსონის ჩაბარებამდე თავის ტელეგრამ-არხში წერდა, რომ აუცილებელი იყო მისი შენარჩუნება "აბსულუტურად ნებისმიერ ფასად", რადგან "ხერსონი ისაა, რაზეც სადღეისოდ რუსეთის ხელისუფლება დგას". რუსული არმიის მიერ ქალაქის დატოვების შემდეგ დუგინს ჯერ-ჯერობით აღარაფერი დაუწერია.

უკანონო გასამხედროებული ფორმირება "ვაგნერის" დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი შეეცადა, ხერსონიდან გასვლის გადაწყვეტილება იმით გაემართლებინა, რომ "ეს უამრავი მებრძოლის სიცოცხლეს გადაარჩენს". ამავდროულად, მას დაქვემდებარებულმა ტელეგრამ-არხმა "Grey Zone"-მა გადაწყვეტილებას "სახელმწიფო ღალატი და რუსული მიწებით ვაჭრობა" უწოდა, Z-პატრიოტების არხმა "Wargonzo"-მ კი - "შავი ფურცელი რუსული არმიისა და სახელმწიფოს ისტორიაში".

საბრძოლო დანაყოფმა "Ветер"-მა გადაწყვიტა, გამოჰხმაურებოდა რუსეთის არმიის სარდლობის განცხადებას ხერსონიდან გასვლის გადაწყვეტილების "სირთულის" შესახებ და დაწერა, რომ "რთული გადაწყვეტილება თავის მოკვლაა, ქალაქიდან გაქცევა კი - უმარტივესი და სამარცხვინო".

ირონიით შეხვდა ამ გადაწყვეტილებას რაშისტების ტელეგრამ-არხი "Росич"-იც: "როგორც ჩანს, აქაც მთავარი პროცესში მონაწილეობა იყო და არა გამარჯვებაო".

თავად პრეზიდენტი პუტინი ამ დრომდე ცდილობს დისტანცირებას ხერსონის მარცხისგან, რომელიც ხარკოვისა და კიევის ოლქებიდან უკან დახევას მოჰყვა.

"გადაწყვეტილების გამოცხადება სუროვიკინსა და შოიგუს დააკისრეს, არადა, გადაწყვეტილება სწორედ პუტინმა მიიღო" - განუცხადეს გამოცემა "Медуза"-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა წყაროებმა.

"პუტინი ამ დრომდე აგრძელებს ცხოვრებას ძველი უცნაური ლოგიკით: "ეს არა ომი, არამედ სპეცოპერაციაა და ძირითად გადაწყვეტილებებს პროფესიონალთა ვიწრო წრე იღებსო". ეს არაადეკვატური პოზიციონირებაა, რის შედეგადაც პუტინი წარმოჩინდება სუსტ, პასუხისგებლობის აღების უუნარო ლიდერად" - თვლის პოლიტოლოგი ტატიანა სტანოვაია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S