Accentnews.ge
მედვედევი ხერსონიდან უკან დახევის ფონზე რუსების დამშვიდებას ცდილობს

მედვედევი ხერსონიდან უკან დახევის ფონზე რუსების დამშვიდებას ცდილობს

11/11/2022 14:04:52 მსოფლიო

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი რუსული ძალების ხერსონიდან უკან დახევის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეების დამშვიდებას ცდილობს.

ის მოუწოდებს რუსებს, არ აჰყვენ პანიკას და პირდება, რომ „ყველაფერი“ რუსეთს დაუბრუნდება.

„ჩვენს ქვეყანაში სუვერენიტეტი არ გამქრალა. ყველაფერი შინ დაბრუნდება. რუსეთის ფედერაციას. [..]

ალარმიზმი ყველა მზრუნველი ადამიანისგან სავსებით გასაგებია, მაგრამ ისტერიკა და განგაში - არა“,– ამბობს მედვედევი.

მან თანამემამულეებს მოუწოდა, არ მისცენ "სიხარულის მიზეზი მტერს" და ყველას უფრო ხშირად შეახსენონ "რუსული სამყაროს სიდიადე".

9 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან მარცხენაზე გადასვლის ბრძანება გასცა, რაც იმ ერთადერთი რაიონული ცენტრის დატოვებასაც გულისხმობს, რომლის დაკავებაც რუსებმა 24 თებერვლის შემდეგ შეძლეს და ანექსირებულად გამოაცხადეს.

11 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ რუსი სამხედროები გადავიდნენ მარცხენა სანაპიროზე.

11 ნოემბერს უკრაინის არმია შევიდა ხერსონის რეგიონულ ცენტრში.

ოფიციალურად, ქალაქის განთავისუფლება ჯერ არ გამოცხადებულა. თუმცა, სოციალურ ქსელებში უკვე ვრცელდება ქალაქის ქუჩებში, კერძოდ, შუმენსკის მიკრორაიონში გადაღებული უკრაინელი სამხედროების ფოტოები და ვიდეოები.

მედია წერს, რომ ხერსონის ასობით მცხოვრები უკრაინის დროშებით გამოვიდა ქუჩებში, რათა მიესალმებოდა სამხედროებს. უკრაინის დროშა უკვე აღმართულია ცენტრალურ მოედანზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S