Accentnews.ge
ერმაკი: "რუსული ტყვეობიდან კიდევ 45 უკრაინელი ჯარისკაცი გავათავისუფლეთ"

ერმაკი: "რუსული ტყვეობიდან კიდევ 45 უკრაინელი ჯარისკაცი გავათავისუფლეთ"

11/11/2022 13:02:54 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ანდრეი ერმაკის განცხადებით, რუსული ტყვეობიდან კიდევ 45 უკრაინელი ჯარისკაცი გაათავისუფლეს.

"მორიგი გაცვლა მოხდა. უკრაინის შეირაღებული ძალების 45 მებრძოლი ტყვეობიდან გავათავისუფლეთ. მათ შორის არიან ჯარისკაცები და სერჟანტები, რომლებიც ბრძოლებში ჩვენს სახელმწიფოს იცავდნენ", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა.

17 ოქტომბერს ერმაკმა განაცხადა, რომ უკრაინამ რუსი ოკუპანტების ტყვეობიდან 108 ქალი გაათავისუფლა. მათ შორის "აზოვსტალის" მცველები, ოფიცრები და სერჟანტები. ერმაკის ცნობით, გათავისუფლებულებს შორის იყვნენ ქალები, რომლებიც რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიან შეჭრამდე აიყვანეს ტყვედ.

უკრაინის ვიცე–პრემიერის ირინა ვერეშჩუკის თქმით, რუსი ოკუპანტების ტყვეობაში ამ დრომდე 2000-ზე მეტი უკრაინელი რჩება. როგორც ვერეშჩუკმა აღნიშნა, რუსებმა ტყვეების ბოლო რამდენიმე გაცვლის დროს უკრაინულ მხარეს სამოქალაქო პირები არ გადასცეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S