
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ სამედიცინო კვლევებისთვის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს
11/11/2022 11:35:55 პოლიტიკა, საზოგადოება
საქართველოს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ სამედიცინო კვლევებისთვის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, სააკაშვილს რამდენიმე კვლევა ჩაუტარდა და აღნიშნულის შემდეგ კვლავ „ვივამედში“ დააბრუნეს.
კლინიკის სამედიცინო დირექტორი ზურაბ ჩხაიძე არ აკონკრეტებს იყო თუ არა სააკაშვილი სხვა საავადმყოფოში გადაყვანილი.
„რა კვლევებიც ჩვენი ექიმებისა და კონსულტანტების მიერ იყო დაგეგმილი, უკვე ჩატარებული აქვს“, - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.